19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
"მანამ სასამართლო განიხილავს სარჩელს, თბილისი დაგვხვდება დანგრეული", - ნატა ფერაძე

ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად 25 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება მასშტაბურ აქციებს აანონსებს. პირველი აქცია შაბათს პირველ საათზე გაიმართება.

სამოქალაქო სექტორი ბოტანიკური ბაღის გასხვისებისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.

არასამთავრობოების განცხადებით, რა შედეგიც არ უნდა დადგეს აუქციონის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ იქნება დაკავშირებული პანორამა თბილისის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან.

არასამთავრობოები საკითხის განხილვას ითხოვენ საკრებულოსა და პარლამენტში. არასამთავრობოებს სურთ საკითხი გადაიტანონ სამართლებრივ სივრცეშიც.

„პანორამა თბილისის, 4 ჰექტარის საქმეს და 30 ჰექტარის აუქციონის საკითხს ერთიან კონტექსტში ვგულისხმობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერიტორია უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს და გვარს. ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმებზე და დაგვჭირდება როგორც თქვენი მედიის მხარდაჭერა, ასევე ამ საკითხების გადატანა როგორც პოლიტიკურ კონტექსტში, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ორგანიზაციების მხარდაჭერა“, - განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოტანიკური ბაღის შენარჩუნება არ არის მხოლოდ რომელიმე უწყების საქმე, ის ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პანორამა თბილისის პროექტზეც ისაუბრეს.

 „იჭრება კლდე, რომლის წარმოქმნასაც უნდა საუკუნეები. ბულდოზერი მუშაობს და მანამ ჩვენ შევიტანთ სარჩელს და მანამ სასამართლო განიხილავს, მივიღებთ შეუქცევად პროცესს და თბილისი დაგვხვდება დანგრეული“, - აღნიშნა მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ. 

დღის ამბები