ბოტანიკურ ბაღთან 29 000 ჰექტარი მიწის ფართობის მინიმალურ ფასად გაყიდვას თბილისის მერიასთან აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან მიმდინარე აქციას თავისუფალი ზონის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები მერიასთან ბანერით, წარწერით მოისროლე ბიძინა! მივიდნენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტრის მსგავსად, ეს 29 ჰექტარის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
აქციის მონაწილეები მერიას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილებების გაუქმება.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა.
აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.
მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.