19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა 29 ჰექტარი მიწის მყიდველის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის მყიდველის ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ, გააკეთა.   

„ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გამოვიდეს და პასუხები გასცეს მოქალაქეებს, თუ ვინ არის შემძენი კომპანია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს 25 არასამთავრობო ორგანიზაციას და მათთან კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში განახორციელებს. 

დღის ამბები