ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბოტანიკური ბაღის თემაზე ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა.
ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა, რომელმაც თქვა, რომ კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია.
„მე ვიცნობ დეტალებს. კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი მხოლოდ გამოადგება ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ყველა პროცედურების დაცვით და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს პროცედურები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.