ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი დღეს ორჯერ იაფად შეიძინა.
ამის შესახებ მელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილმა წარსულში მიწის ნაკვეთი კვადრატული მეტრი 20 დოლარად შეიძინა, დღეს კი მასში მხოლოდ 10 დოლარს იხდის.
„10 წლის წინ წარმოიდგინეთ, შეიძინა 20 დოლარად, თან მშენებლობის უფლების გარეშე და დღეს გამოდის 10 დოლარი, თან მშენებლობის უფლებით, რაც მიწის საფასურს კიდევ უფრო ზრდის. რეალურად ეს მიწის ნაკვეთი გაცილებით ძვირი ღირს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მელია ამბობს, რომ მიმდინარე პროცესის მწვავე საპროტესტო აქციებით დაპირისპირებას გეგმავენ და კანონის დარღვევის დამამტკიცებელი ახალი დოკუმენტების გამოაშკარავებას ხვალისთვის აანონსებს.