25 არასამთავრობო ორგანიზაცია პანორამა თბილისის მშენებლობის გაპროტესტებას ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის შენობასთან გეგმავს.
ამის შესახებ მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ, გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ პირველი აქცია შაბათს გაიმართება.
„ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეების, რომელიც მოსთხოვს თავის მთავრობას, იმოქმედოს ქალაქის ინტერესებიდან. ქალაქი არ გახდეს გაუფასურებული და ყველანი არ ვიყოთ ქალაქიდან გაქცევაზე ორიენტირებული. სერიოზულად დადგომას ვაპირებთ და ხელისშეშლას ვგეგმავთ," - განაცხადა ნატა ფერაძემ.