20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ბათუმში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი ათასი საშტატო ერთეულით არის გაზრდილი - გიორგი კირთაძე

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბათუმში სახელწიფო უწყებებში დასაქმებულთა რიცხვი ათასით გაიზარდა.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, განაცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნება პარტიის წევრებსა და მათ ნათესავებს ასაქმებს.

„ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი არის ათასი საშტატო ერთეულით, რაც ძალიან დიდი რიცხვია ბათუმისთვის, რადგან ეს არის დასაქმებულ ადამიანთა 30%-ით გაზრდა. ბათუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ასაქმებენ თავიანთი პარტიის აქტივისტებს, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა ამ ადამიანების მოქმედებისა,“ - განაცხადა  გიორგი კირთაძემ.

დღის ამბები