ვარკეთილის რაიონში მეურნეობის დასახლებაში, მიწის მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის განცხადებით, მერიამ უკანონოდ მიითვისა ტერიტორია და მას მიანიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ისე რომ ტერიტორიის მფლობელებისთვის არაფერი უთქვამს.
სარეკრეაციო ზონის სტატუსის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ კუთვნილ მიწის ფართობზე მშენებლობას.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მისცენ მათ მშენებლობის ნებართვა ან დააკმაყოფილონ ისინი კომპენსაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მერიასთან აქციებს აანონსებენ.
მერიის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იმ მიზნით მოხდა, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიის ქაოტური განვითარება და გარკვეული პირობები ამ მიზნით იქნა შეთავაზებული.