13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 4-მა ოჯახმა მშვიდობიანი აქცია გამართეს მთავრი პროკურატურის შენობის წინ. ისინი ითხოვენ საქმეების გამოძიებას და დროულად დასრულებას. ოჯახების განმარტებით მათ საცხოვრებელი არ ჰქონდათ დაკანონებული, თუმცა ისინი წლებია ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით მათი სახლები ორმა მოქალაქემ შეგნებულად დაიკანონა და ამჯამად ხდება საგამოძიებო უწყების მხრიდან ამ ადამიანების მფარველობა. დაზარალებულები პროკურატურას დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.