კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს, სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან. დეტალები უცნობია, რადგან ფაქტის თვითმხილველები არ არიან.
37 წლის ზურაბ ბიბილაშვილის ოჯახის წევრების ვარაუდით, რუსმა ოკუპანტებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირება. ისინი ვარაუდობენ, რომ ზურაბ ბიბილაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის წევრები ხელისუფლებას თხოვენ დროულად ჩაერიოს საქმეში.
როგორც ამბობენ ბიბილაშვილს გული აწუხებს, რამდნიმე დღის წინ გამოეწერა კლინიკიდან და სპეციფიკურ მკურნალობას და მედიკამენტებს საჭიროებს, რომელიც თან არ აქვს.