19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
20 წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქიამ შიდა ქართლში, ძევერის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი დააზარალა. ძლიერი სეტყვა, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, რამაც ხეხილის, ვენახებისა და ნათესების დიდი ნაწილი გაანადგურა.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ვითარებას.

მათი თქმით, ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება და ამის შემდეგ გადაწყდება, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხი.

დღის ამბები