19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ივანიშვილი პერსონალური ხუშტურების ასრულებითაა დაკავებული, გლეჯს ხეებს და სახლში მიაქვს"- გიორგი კანდელაკი

თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტში იმსჯელებენ. სხდომას არასამთავრობოებიც დაესწრებიან. მთავარი განსახილველი საკითხი საზღვრების ცვლილება და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისება იქნება. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სხდომას პასუხისმგებელი პირები, თბილისის მერი და კულტურის მინისტრიც დაესწრებიან.

უმრავლესობის ნაწილი საკითხს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს.

"აშკარაა, რომ საკითხს აქვს წინასაარჩევნო სუნი, ვფიქრობ, რომ არ არის ასე მარტივი მწვანე საკითხები, რომ პოლიტიკას ხურდაში მივაყოლოთ. უფრო ღრმად არის შესასწავლი, მომხრე ვარ, რომ მერია იყოს დაბარებული და გარკვეული იქნას, რამდენად კანონიერია მოქმედებები,“- განაცხადა ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა. 

უმრავლესობის ნაწილი კი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და ამ ზონის განვითრების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი მთლიანობაში დაკავშირებული ბოტანიკური ბაღის და მისი გარემომცველი ზონის ფუნქციურად დატვირთვასთან, გაუმჯობესებასთან,“- აცხადებს ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანმა.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად სურვილებს ისრულებს. 

"ბიძინა ივანიშვილი პერსონალური ხუშტურების ასრულებით არის დაკავებული, გლეჯს ხეებს და სახლში მიაქვს, აგერ ბოტანიკური ბაღის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუერთა საკუთარ ეზოს. ეს არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები