რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული ზურაბ ბიბილაშვილის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.
ისინი თხოვნით მიმართავენ შესაბამის უწყებებს დროულად ჩაერიონ საქმეში, რადგან, როგორც ამბობენ ბიბილაშვილს გული აწუხებს და სპეციფიურ მედიკამენტებს საჭიროებს, რომელიც თან არ აქვს.
37 წლის ზურაბ ბიბილაშვილი, ოჯახის წევრების ვარაუდით, რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
დეტალები უცნობია, რადან ფაქტის თვითმხილველები არ არიან. მისი დაკავების შესახებ ოჯახს პოლიციამ აცნობა.