19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი - თბილისის მერიაში მორიგი განმარტება გაკეთდა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორიგი განმარტებები გაკეთდა თბილისის მერიაში. დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, პროცესი კანონის დაცვით ჩატარდა და ნებისმიერ მსურველს შეეძლო აუქციონში მონაწილეობა.

დიმიტრი მოსულიშვილი აცხადებს, რომ ტერიტორია ნებისმიერი ინვესტორისთვის მიმზიდველია. მოსულიშვილის განცხადებით, ადგილზე სხვადასხვა გასართობი და სარეკრეაციო ზონის მოწყობა იგეგმება.

ბრიფინგზე დავით ნარმანიაც იმყოფებოდა. ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს განმარტება დედაქალაქის მერს აღარ გაუკეთებია.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები