გურჯაანის რაიონში სეტყვამ 200 ჰექტარზე მეტი ვენახი დააზიანა - მოსახლეობა დღეს დილიდან ზარალს ითვლის.
მოსავლის გადასარჩენად, ადგილობრივები ვენახს სპეციალური პრეპარატებით წამლავენ.
მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფელ ველისციხეს, სადაც ვენახებთან ერთად, ერთწლოვანი კულტურაც დაისეტყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის შესწავლა დაიწყო, თუმცა, გაეწევა თუ არა რამე სახის დახმარებას ადგილობრივებს, არ კონკრეტდება.
კომპანია დელტას ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა არ გამოყენებულა. მისი ამოქმედება თვის ბოლოდან იგეგმება.