19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ბოტანიკური ბაღი - თანაინვესტირების ფონდმა განსახორციელებელი პროექტები გაასაჯაროვა

თანაინვესტირების ფონდმა, რომელმაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა შეიძინა, ის პროექტები  გაასაჯაროვა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს.

ლაპარაკია 8 პროექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის, დღეს გაირკვა რა აშენდება თაბორის მთაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

პროექტების ძირითადი ნაწილი თბილისში აშენდება, რომელიც უკავშირდება ქალაქის ცენტრალურ უბნებს და იქ განთავსდება მაღალი დონის სასტუმროები.

ასევე ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმ ხმაურიან პროექტზე, რომელიც უკავშირდება თაბორის მთას და რომელიც რამდენიმე დღის წინ, აუქციონის წესით თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა.

„თაბორის პროექტთან დაკავშირებით, თუ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც მზად იქნება სავალდებულო პირობების ფარგლებში, განახორციელოს ეს პროექტი, დავუთმოთ საჯარო პირობიან აუქციონზე ჩვენს მიერ შეძენილი ქონება, საჩუქრად გადავცეთ 10 ჰექტარი. ამ პროექტებში 100 პროცენტით არის ივანიშვილის ინვესტიცია, 574 მილიონი აშშ დოლარი,“ - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

დღის ამბები