არ არის გამორიცხული ლევან მურუსიძე და იუსტიცის საბჭოს სხვა წევრები უახლოეს მომავალში პროკურატურაში დაიბარონ.
გამოძიების დაუყონებლივ დაწყებას ითხოვს ყოფილი პროდიუსერი და წამყვანი შალვა რამიშვილი. ჟურნალისტმა მასსა და იმედის გენერალურ დირექტორს შორის მიმოწერა, მურუსიძის თემაზე სტუმრების შერჩევასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა.
შალვა რამიშვილის განმარტებით, მიმოწერაში იმედის დირექტორი გიორგი ბახტაძე, ლევან მურუსიძის საკითხზე, გადაცემაში მხოლოდ მისთვის სასურველი სტუმრების მოწვევას ავალებდა.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში, მოსამართლეებთან შეკითხვები, მათსა და ტელეიმედის ხელმძღვანელს შორის სავარაუდო კომუნიკაციასთან დაკავშირებით ექნებათ.
გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ ტელეიმედის ხელმძღვანელს გიორგი ბახტაძესაც მოუწევს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.