19 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი მშენებლობები აიკრძალება

ქაოტური მშენებლობები - თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეზღუდვებს აწესებს.

მერიის ინიციატივა, მრავალსართულიანი მშენებლობების აკრძალვის შესახებ, თბილისის რამდენიმე ცენტრალურ უბანზე გავრცელდება, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა თავისუფლების მოედანი, სადაც პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში მასშტაბური მშენებლობაა დაგეგმილი.

ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ მერიის მიერ მომზადებულ ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებენ სპეციალისტები. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად მერიამ კოეფიციენტები იმ მიწის ნაკვეთებს გაუზარდა, სადაც ხელისუფლების წევრების ინტერესები იკვეთება.

თბილისის მერი ფიქრობს, რომ ქაოტური მშენებლობების პროცესი დედაქალაქში წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ოპოზიციაში კი მერიის დღევანდელ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პიარს უკავშირებენ.

ავტგორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები