20 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
პირველად პანკისის ხეობის საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო

პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახურმა პირველად დაიწყო ფუნქციონირება. განათლების მინისტრმა სკოლის წარმომადგენლებს მანდატურები პირადად წარუდგინეს.

შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს.

ამ ეტაპზე, 1 202 მანდატური საქართველოს 419 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყოფნა სკოლებში, რადგან ბევრი პროგრამა გაჩნდა, რომელშიც მანდატურის მონაწილეობაც სასურველია,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

დღის ამბები