20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 საპილოტე ფერმა მოეწყო

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროში იმყოფებოდა. ეკატერინე გრიგალავამ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 საპილოტე ფერმა მოეწყო.

სხვა ღონისძიებებთან ერთად, გრძელვადიანი კლიმატური მონაცემების მისაღებად, დამონტაჟდა 2 ავტომატური მეტეოსადგური.

პროექტის მიზანი საძოვრების მდგრადი მართვა და ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლის დემონსტრირებაა.

დღის ამბები