03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
თბილისობა 25-26 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა დედაქალაქში ტრადიციულად ღვინობისთვის ბოლო შაბათ-კვირას გაიმართება. სახალხო დღესასწაული წელს 25-26 ოქტომბერს აღინიშნება. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.

ნარმანიას განცხადებით, სახალხო დღესასწაულის პროგრამაზე სპეციალური კომისია ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა და უკვე შედგენილია პროგრამაც. დედაქალაქის მერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისობის შესახებ დამატებითი დეტალები არ დააზუსტა და აღნიშნა, რომ სპეციალური კომისია მუშაობის შედეგებს ხვალ შეაჯამებს. შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისობისთვის. 

დღის ამბები