ამ წუთებში თბილსის საქალაქო სასმართლოში პანორამა-თბილისისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ამბობს, აქციის წევრების დაკავება უკანონოდ მოხდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაკავება იყო უკანონო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენს პოზიციას მოვახსენებთ სასამართლოს და შევეცდებით, რომ დავარწმუნოთ სასამართლო და არ ცნოს მან დაკავებულები სამართალდამრღვევებად,“ - განაცხადა ადვოკატმა.