20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

დღეს აქციაზე დაკავებული ახობაძის და ხიმშიაშვილის სასამართლო პროცესი სამშაბათისთვის გადაიდო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი და  კიდევ ერთი დაკავებული  250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

აქციაზე დაკავებულმა ნატა ფერაძემ, რომელიც ნარკოტიკული შემოწმებისთვის იყო გადაყვანილი, შემოწმებაზე უარი განაცხადა. გარეგნული დათვალიერებით კი, როგორც დასკვნაშია აღნიშნული,  ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ აღმოჩნდა.  

რამდენიმე წუთის წინ ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდება.  

დღის ამბები