ბოტანიკური ბაღის ივანიშვილისთვის გადაცემისა და პანორამა-თბილისის პროექტის წინააღმდეგ აქციები მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ ძალებთან, რათა მოხდეს ფართომასშტაბიანი აქციები.
„ეს იქნება აქციების ეპოპეა. მომდევნო კვირას განახლდება ახალი ენერგიით შეტევა იმ უსამართლობის აღსაკვეთად, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა. ამ ადამიანმა ოლიგარქიული წესწყობილება დაამკვიდრა და თავისი სტანდარტით ცხოვრობს. მას მართლაც მიაჩნია, რომ დედაქალაქში რაც არის, მას ეკუთვნის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.