ევროპის დღე აღინიშნება თბილისში რიყის პარკში. ღონისძიება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების ინიციატივით იმართება. მთელი დღის განმავლობაში პარკში მოწყობილ ევრო სოფელში სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, საღამოს კი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
„აქ წარმოდგენილია 17 წევრი სახელმწიფო, გარდა ამისა ევროკავშირის თვითონ წარმომადგენლობა და მათ სხვადასხვა პროექტი. ისინი ყველა დაინტერესებულ ადამიანს გააცნობენ რას საქმიანობს ევროკავშირი საქართველოში და ეს სხვადასხვა პროექტი რას ემსახურება„ - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ ცქიტიშვილმა.