რამდენიმე წუთის წინ კახეთში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენის ქართული ნაწილი დაიწყო. მარათონმა სტარტი ლოპოტის გადასახვევთან აიღო. ჩართულობა წელს საქართველოსთვის რეკორდულად მაღალია.
წლევანდელ მარათონს ჰყავს განსაკუთრებული მონაწილე, ბრაზილიელი ხუან პაბლო, რომელმაც ანალოგიურ შეჯიბრში გასულ წელს ბრაზილიაში გაიმარჯვა.
მარათონზე ასევე იმყოფება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
“სარეკორდო რაოდენობა იღებს მონაწილეობას. ეს რა თქმა უნდა სპორტის პროპაგანდაა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ სპორტთან და ჯანსაღ ცხოვრებასთან ერთად საქველმოქმედო აქცია და ეს კიდევ უფრო ორმაგად დასაფასებელია,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ავტორი: დავით ერაძე.