კვირაცხოვლობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში 43-ე საყოველთაო ნათლობა ტარდება. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 1116-ი ბავშვს მონათლავს.
“უკვე 43-ე ეტაპია პატრიარქის ნათლობებისა. სულ უკვე მონათლულია 27 ათასზე მეტი ბავშვი და დღეს ინათლება ათას ას ბავშვზე მეტი. ბედნიერებაა, რომ ამდენი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეემატება ჩვენს ეკლესიას“ - აღნიშნა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა შალვა კეკელიამ.