02 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
71 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომი ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ 1945 წლის 8 მაისს დასრულდა.

9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო იაპონია - ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის პირველ სექტემბერს.

საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით

ამავე თემაზე
დღის ამბები