02 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
მინისტრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

9 მაისის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ვაკის პარკში დილიდან მიმდინარეობს. ვაკის პარკში შეკრებილები არიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, მოქალაქეები. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკის პარკში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ფაშიზმზე გამარჯვების დიდ დღესასწაულს ყველა ვეტერანს, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, ვულოცავ. ვეტერანების შეძლებისდაგვარად კეთილდღეობა ჩვენი ღირსების საკითხია,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები