19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
შოუ ბიზნესში მომუშავე ორგანიზაციები კულტურის მინისტრს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

კულტურის მინისტრსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას კორუფციასა და ნეპოტიზმში უკვე შოუ ბიზნესში მომუშავე ორგანიზაციები ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით მინისტრ გიორგაძესთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული კომპანიები ბიუჯეტის ფულს უტენდეროდ იღებენ. მუსიკალურ ბიზნესში ჩართული პირები უწყების ხელმძღვანელისგან თანაბარ პირობებს და ჯანსაღ კონკურენციას ითხოვენ.

მუსიკალურ ბიზნესში არსებულმა პრობლემებმა სხვადასხვა მიმდინარეობის ფესტივალის წარმომადგენელი გააერთიანა. მათ მიაჩნიათ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობის დღევანდელი პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

კიდევ ერთი მიმართულება, რომლის მონოპოლიზებასაც მუსიკალურ ბიზნესში მყოფები აპროტესტებენ ბილეთების ელექტრონული გაყიდვაა. მათი ინფორმაციით მიხეილ გიორგაძის უახლოესი გარემოცვა Biletebi.ge-ს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, რითიც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ახლადდაარსებულ Tkt.ge-ს.

დღეს გამოთქმული პრეტენზიებისთვის კულტურის სამინისტროს არ უპასუხია. მუსიკალურ ბიზნესში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები კი სამინისტროს ხელმძღვანელებთან დებატებს ითხოვენ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები