02 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
ტყიბულში სალოცავში მიმავალი გოგონა მთიდან გადავარდა

ინციდენტი მოხდა ტყიბულში, სადაც მთასაყდრის სამლოცველოში მიმავალი გოგონა მთიდან გადავარდა. მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, რომელთა გამოძახებაც დროულად მოხდა. გოგონას გადასარჩენად შემთხვევის ადგილზე განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი იყო მობილიზებული.

ახალგაზრდას გადარჩენა მაშველებმა სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენის დახმარებით მოახერხეს.

დაშავებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები