20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ერთი დაღუპული და ერთიც დაშავებული - თუშეთში ზვავი ჩამოწვა

ერთი ადამიანი დაიღუპა ერთიც კი დაშავდა თუშეთში, სადაც გზის სავალ ნაწილზე ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, დაღუპული 27 წლის მამაკაცია, მასთან ერთად მყოფი 44 წლის მამაკაცი კი მძიმე ტრამვული დაზიანებებით თელავში გადაიყვანეს.

დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

შემთხვევა სოფელ პირველ ომალოში მოხდა, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ცხვრის გადასარეკად იყო წასული. 

დღის ამბები