19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
პანამის დოკუმენტების ახალი მონაცემები - სიაში 85 ქართული გვარი ფიგურირებს

პანამის დოკუმენტების ახალი მონაცემები გახდა ცნობილი. სია, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთდროულად გამოქვეყნდა იმ ბიზნესმენების, პოლიტიკოსების და ცნობადი სახეების კუთვნილ კომპანიებს მოიცავს, რომლებიც ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.

სიაში ბიძინა ივანიშვილის გარდა, დამატებით 84 ქართული გვარი ფიგურირებს -პანამის დოკუმენტებში მხოლოდ მონაცემებია მითითებული.

მასალა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 82 ქვეყნის 110-ზე მეტ მედია პარტნიორს გაუზიარა, მათ შორის ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტს, რომლის წარმომადგენლებმაც პანამის დოკუმენტების ახალი მონაცემები ჟურნალისტებს გააცნეს.

“როგორც წესი, ოფშორულ ზონაში ფლობენ კომპანიას იმიტომ, რომ თავი აარიდონ გადასახადებს. ცალსახად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად ეს სახელები დაკავშირებულია პოლიტიკასთან, რაღაც თანამდებობებთან,“ - განაცხადა ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების პროექტის ჟურნალისტმა, ნინო ბაქრაძემ.

დღის ამბები