დავით ნარმანიას 17 მაისს საკრებულოს სხდომაზე ბოტანიკური ბაღის გარდა, სხვა თემებზეც მოუწევს პასუხის გაცემა - თბილისის მერის გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები დადებითად აფასებენ.
თბილისის საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დავით ნარმანიასთან შეკითხვები ბოტანიკურთან და კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით იქნება.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მერის დაბარება მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა.
თბილისის მერს საკრებულოში მისვლა აქციის ფონზე მოუწევს, საპროტესტო გამოსვლას პარტიზანი მებაღეები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ.