ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სამართლიანი არჩევნები - ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს იგეგმება.
სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ცესკო-ში გაცემული პრემიები და დანამატები ხშირ შემთხვევაში თანამდებობრივ სარგოს ორჯერ აღემატება.
სამოქალაქო სექტორი ითხოვს, შეიქმნას მექანიზმი და განისაზღვროს კონკრეტული პროცენტი, რამდენითაც შესაძლებელი იქნება ხელფასის მატება. ანგარიში 2011-2015 წლების პერიოდს ეხება.
„საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციაში არა 2-ჯერ, არამედ 4-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ საშუალოდ, რაც ჩვენი აზრით, არ არის მიზანშეწონილი,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას ცესკო-ში პრეზენტაციის შემდეგ გეგმავენ.