აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან - გორის რაიონის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას ითხოვს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. მატ კანცელარიამდე აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართეს.
დაზარალებულები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. მოლაპარაკების შედეგად სამინისტრო დაზარალებულებს შხამ-ქიმიკატების გადაცემას დაპირდა, თუმცა მოლაპარაკების შედეგი მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელია.
სტიქიის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვითაც იმუქრებიან.