20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
პატიმარი მეათე დღეა შიმშილობს - მანუჩარ ჩუბინიძე მისი საქმის გადახედვას ითხოვს

გლდანში, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარი მეათე დღეა შიმშილობს. 43 წლის მანუჩარ ჩუბინიძე მისი საქმის გადახედვას ითხოვს.

პატიმრის ახლობლები აცხადებენ, რომ მანუჩარ ჩუბინიძე ნარკოტიკების საქართველოში შემოტანისთვის სასჯელს უკვე მერვე წელია იხდის და მას ვადაზე ადრე გათავისუფლება უნდა შეხებოდა.

მანუჩარ ჩუბინიძის ძმის ინფორმაციით, ბოლო სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქმის გადახედვის განკარგულება გასცა, რაც მისივე თქმით, არ მომხდარა.

იმ შემთხვევაში თუ საქმის ხელახლა განხილვა არ მოხდა, პატიმართან ერთად შიმშილობის დაწყებას აპირებენ მისი ახლობლებიც.

მანუჩარ ჩუბინიძეს ციხეში კიდევ 10 თვე უწევს ყოფნა.

დღის ამბები