თურქული სააქციო საზოგადოება ატინაკის ადვოკატი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
იურისტის თქმით, სამინისტრომ ფოთის საკანალიზაციო სამუშაოების შესრულებაზე უარი უთხრეს და ტენდერი მოაგებინეს აზერბაიჯანულ შპს-ს, რომელსაც არავითარი გამოცდილება და ბრუნვა არ გააჩნია.
ტენდერთან დაკავშირებით განმარტება დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა.
„მათი დისკვალიფიკაცია აბსოლუტურად საფუძვლიანი და სამართლიანი იყო. კომპანიას ჰქონდა, მე რამდენადაც მახსოვს, რამდენიმე გადაცდომა. რაც მთავარია, მათ წარმოდგენილი ჰქონდათ სხვა კომპანიის გამოცდილება,“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.