20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ოჯახი მეოთხე დღეა, ეძებს

23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ოჯახი მეოთხე დღეა, ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა მტკვარში გადახტა. ინფორმაცია დაკარგულის დედას გამომძიებლებმა მიაწოდა.

ოჯახი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამაშველო სამსახური არასაკმარის რესურს ხარჯავს გოგონას მოსაძებნად, რადგან, მათივე მტკიცებით, მაშველებმა ძებნა პირველივე დღეს შეწყვიტეს და გამომძიებელი ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია.

საპირისპიროს აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დღის ამბები