20 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
34 წლის პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის, ახლობლები პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან

34 წლის სამტრედიელი პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის, ახლობლები პროტესტის უკიდურესი ფორმებითა და თვითლიკვიდაციით იმუქრებიან, თუ პატიმარს ბათუმის საპყრობილედან არ გადაიყვანენ.

აქცია დღეს მათ ბათუმის ციხესთან გამართეს და პატიმართან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

ახლობლები ირწმუნებიან, რომ პატიმართან პირადი უთანხმოება აქვს ციხის ადმინისტრაციას. ერთი თვის წინ მათ პაემანზე ის სხეულის დაზიანებებით, ნაცემ მდგომარეობაში ნახეს. გარდა ამისა, თაბაგარი დაავადებულია და მკურნალობას საჭიროებს.

დღეს პატიმართან მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა. მისი მდგომარეობის შესახებ აპარატი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დღის ამბები