20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
მიკროავტობუსის მძღოლებმა სარფში თურქეთიდან საქართველოში შემომავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს

ხმაური იყო სარფში, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებმა თურქეთიდან საქართველოში შემომავალი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. 100-ზე მეტი მძღოლი თურქ მებაჟეებსა და პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

მძღოლები აცხადებენ, რომ ხალხით სავსე მიკროავტობუსებს თურქი მებაჟეები აჩერებენ, ხალხს საზღვარზე გადასვლის საშუალებას აძლევენ, ხოლო მძღოლებს და ტრანსპორტს უკან საქართველოში აბრუნებენ. მძღოლებისთვის მიზეზი უცნობია.

აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები