20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი კენჭისყრა დაიწყო. აკადემიური პერსონალი საბჭოს ირჩევს. არჩევნები დღის წესრიგში მას შედეგ დადგა, რაც სტუდენტური პროტესტის ფონზე აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

791 ამომრჩეველმა აკადემიური საბჭოს 14 წევრი უნდა აირჩიოს. არჩევნებში მონაწილეობას დღეს სტუდენტებიც იღებენ.

„ჩვენ ვალდებული ვართ დღევანდელ დღესვე გამოვავლინოთ გამარჯვებული წევრი, მთლიანობაში უნდა ავირჩიოთ დღეს 14 წევრი,“ - განაცხადა აკადემიური საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი დოლიძემ.

დღის ამბები