ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე საწარმოს დახურვა ემუქრება. ბიზნესმენებმა დღეს აქცია გამართეს და ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მოუგვარებელია ინფრასტრუქტურა. საწარმოებთან მისასვლელი გზა ფაქტობრივად არ არსებობს, რის გამოც ვერ ხერხდება პროდუქციის დამზადება.
საკომუნიკაციო სისტემები მთავრობის დაპირების მიუხედავად თავად საწარმოების ხელმძღვანელებმა გაიყვანეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
ისინი ხელისუფლებას ინფრასტრუქტურის მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში წარმოების სხვა ქვეყნებში გადატანას აპირებენ. აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.