კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მთაწმინდის გამგეობას გაფუჭებული ქათმების დარიგებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, ამიტომ სოციალურად დაუცველები დღეს გამგეობაში მივიდნენ და საჩუქრად მიღებული ქათმები გამგებელს უკან დაუბრუნეს.
სოციალურად დაუცველებს დღეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ შეხვდნენ. მომხდართან დაკავშირებით მთაწმინდის გამგეობაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.