20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
აქცია და დაპირისპირება ოზურგეთში - მოსახლეობა რკინიგზაზე გადასასვლელ გზას ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მოსახლეობა დღეს გამართულ აქციაზე რკინიგზაზე გადასასვლელი სამანქანო გზის გაკეთებას ითხოვდა. სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილობრივები, დეპუტატი და გამგებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გამგებლის და დეპუტატის განცხადებით, გზის გაყვანის ნებართვას რკინიგზის დეპარტამენტი არ იძლევა და ხელისუფლება არაფერ შუაშია.

ადგილობრივების თქმით, რკინიგზაზე სამანქანო გზის არარსებობის გამო სოფლის მოსახლეობას 5 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა უწევთ ეკლესიამდე და სასაფლაომდე მისასვლელად. მოსახლეობის თქმით, გზის არარსებობის გამო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადებს სოფელში დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. მოსახლეობა კი მასშტაბური აქციებით იმუქრება. 

დღის ამბები