კასპის რაიონში სეტყვამ და უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოფლების ნოსტესა და ერთაწმინდის მაცხოვრებლები არიან. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძლიერი წვიმა და სეტყვა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რის გამოც მოსახლეობას მოსავლის 80 % გაუნადგურდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებს და ხვალვე გახდება ცნობილი რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება.