ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მისულ აბიტურიენტებს მერხებზე წელს მონიტორები დახვდებათ. სიახლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს ტესტები ელექტრონულად მიეწოდებათ, თუმცა მათ პასუხების დაწერა ფურცლებზე მოუწევთ.
აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ახალგაზრდებს საგნების შეცვლა 1 ივნისამდე შეუძლიათ. გამოცდები კი პირველ ივლისს იწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.