02 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
სეტყვა კახეთში - განადგურებულია მოსავალი

სეტყვის შედეგად თელავის რაიონის სოფელი ვანთა დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები.

ვანთის გარდა, სეტყვა კიდევ რამდენიმე სოფელში მოვიდა, თუმცა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუღია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. რეგიონში სეტყვის სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი ამ დრომდე არ გამოუყენებიათ.

კომპანია დელტაში აცხადებენ, რომ სისტემა თვის ბოლოდან ამოქმედდება.

დღის ამბები