ძლიერი სეტყვა კასპში. სტიქიამ განსაკუთრებით სოფლები - ნოსტე და ერთაწმინდა დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა ხანგრძლივი და ინტენსიური იყო, რის გამოც მოსავლის 80% განადგურდა.
ძლიერმა ნალექმა რამდენიმე ადგილას ნიაღვარი გამოიწვია - მოსახლეობა ამბობს, რომ გადარეცხილია ჰექტრობით მიწა, სადაც ნათესები იყო.
ზარალის დათვლას ადგილობრივი ხელისუფლება დღეიდან დაიწყებს. დღესვე უნდა გადაწყდეს რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება.