კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
ამ თემაზე სამოქალაქო სექტორმა განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების მიუხედავად, დღემდე პასუხგაუცემელია არაერთი კითხვა. მათ შორის, კონკრეტული პირების უკანონოდ თვალთვალის მიზანი და ის თუ ვისი ბრძანებით ხდებოდა ფარული ჩანაწერების შეგროვება და დაარქივება.